საქართველოში ძლიერი ქარია. სტიქიის პირველი ნიშნები ქალაქ გორში დაფიქსირდა. დავით აღმაშენებლის ქუჩაზე კვერნაძეების საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი გადახადა. ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ასევე გორის მერიის წარმომადგენლები. აღნიშნული საცხოვრებელი სახლის გარდა ქარმა დააზიანა შინდისის გზატკეცილზე რკინაბეტონის ქარხნის სახურავიც. გარდა ამისა, ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარე რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის სახურავი ნაწილობრივ დაზიანებულია, თუმცა სახურავის მასალები კორპუსებიდან არ გადმოცვენილა. ძლიერმა ქარმა რუსთავშიც დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები. მაიაკოვსკის ქუჩაზე ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ძლიერმა ქარმა დააზიანა მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზები და წააქცია ელექტროგადამცემი ბოძი. მაიაკოვსკის ქუჩაზე იმყოფებოდა რუსთავის მერი დავით ჯიქია. აღნიშნულ მისამართზე ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი მთლინად გადახადა და ეზოში მდგარი ავტომანქანები დაზიანდა.