თბილისის მერიაში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, თბილისის მერი დავით ნარმანია ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ქალაქის მერიაში მსგავსი ტიპის ინფორმაციას დავით ნარმანიასა და თბილისის მერიის დისკრედიტაციას უწოდებენ.