საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა მსოფლიოში სახელგანთქმულ სოპრანოსთან ნინო მაჩაიძესთან ერთად, 13 მარტს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში კონცერტი გამართა. კონცერტის დასაწყისში მაყურებლის წინაშე "იუნისეფის" წარმომადგენლები გამოვიდნენ. ღონისძება სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციის სახელით ჩატარდა. საღამო საქველმოქმედო ხასიათის იყო და შემოსული თანხით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს დაეხმარნენ.