ე.წ. ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები საპროტესტო აქციებს აგრძელებენ. ისინი მერიისგან კარვების გაშლის ნებართვას ითხოვდნენ, ისინი აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნაა დაზარალებულის სტატუსის და ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება. დაზარალებულები კვირას პარლამენტთან აქციას აანონსებენ.