თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების, ამერიკის საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა. საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის მერიის მიერ ერთი მილიონი ლარის ქონების გადაცემის შესახებ, „მერიაში არსებულ შესაძლო კორუფციულ ფაქტებზე“, ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და თვითმმართველობის კოდექსის დარღვევის შესახებ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ასევე ისაუბრეს თვითმმართველობის საბიუჯეტო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, და სხვა საკითხებზე.