"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა მთავრობის ადმინისტრაციიდან რუსთაველის გამზირზე მსვლელობა გამართეს. ისინი თბილისის მოსახლეობას ფლაერებს ურიგებდნენ და კვირას, 14.00 საათზე აქციაზე იწვევდნენ. აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. დაზარალებულთა თქმით ისინი უკვე 26-ე დღეა, რაც შიმშილობენ, თუმცა ხელისუფლებას ამაზე არავითარი რეაგირება არ მოუხდენია.