მოქალაქისთვის 200 000 დოლარის გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული 1969 წელს დაბადებულ პირს მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 200 000 აშშ დოლარს სძალავდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მანამდე დააკავეს, ვიდრე დაზარალებული მას მოთხოვნილ თანხას გადასცემდა