პრეზიდენტს პატიმრების შეწყალების უფლება აღარ ჩამოერთმევა. საკონსტიტუციო კომისია აღარ განიხილავს იმ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს შეწყალების უფლება პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე ექნებოდა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შეთანხმდა, რომ საკითხი უცვლელი რჩება და ქვეყნის პირველი პირი პატიმრების შეწყალებას თავად, აქტის საფუძველზე განსაზღვრავს.