ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ბენზინგასამართი სადგური "მაქსიმუმი" დააყაჩაღეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. ბენზინგასამართი სადგურიდან 1 300 ლარია წაღებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და თავისუფლების ექვსიდან ცხრა წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.