ე.წ. ფარული მოსმენების საკითხი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ეკამათის მიზეზი გახდა, სადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშს მოუსმინეს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წინა წელთან შედარებით, 2016 წელს 3-ჯერ გაიზარდა მოქალაქეების, საჯარო და კერძო ორგანიზაციებისთვის გაწეული კონსულტაციების რაოდენობა. ასევე 2-ჯერ გაიზარდა ფიზიკური პირების განცხადებებისა და ინსპექტირების რიცხობრივი მაჩვენებელი. ასევე გამოვლენილია სამართალდარღვევის 221 ფაქტი. 63 ორგანიზაციას დაეკისრა ჯარიმა, არაერთ საჯარო და კერძო ორგანიზაციას დაევლა მონაცემთა დაცვის უზრუნველსაყოფად სათანადო ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების გატარება და ამ მიზნით 202 მითითება და რეკომენდაცია გაიცა.