ცნობილი იუველირის იუჯინ იოსეფის ნამუშევრებს, რომლებსაც წლების განმავლობაში ჰოლივუდის ვარსკვლავები ატარებდნენ ჯულიენის აუქციონზე გაიტანენ. მათ შორისაა შორის ქეტრინ ჰეფბერნის, ელისაბთ ტეილორის, მერლინ მონროს და ეროლ ფლინის.
ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციონზე ოქროსა და პლატინისგან დამზადებული 700-მდე სამკაული გაიყიდება. ძვირფასეულობის ნახვა დაინტერესებულს პირებს წლის ბოლომდე შეეძლებათ, რამდენიმე აუქციონი კი ნოემბერში ლოს-ანჯელესში გაიმართება.