პირველ რიგში იცოდეთ, მზესუმზირის ზეთის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ვადა. შეფუთვაზე აუცილებლად უნდა ეწეროს არამხოლოდ ჩამოსხმის, არამედ მისი დამზადების თარიღიც, თუ ბოთლზე ზეთის მხოლოდ ჩამოსხმის თარიღი წერია, იცოდეთ, არჩევანი გააკეთეთ მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით გამოშვებულ პროდუქციაზე, რადგან სწორედ ამ თვეებში ხდება მზესუმზირის მოსავლის აღება და მისგან ზეთის წარმოება. ზეთს, რომელსაც აწერია „ შეიცავს ე ვიტამინს“, ან „არ შეიცავს ქოლესტერინს“, იცოდეთ, ეს მხოლოდ მარკეტინგული ხრიკიათქვენი ყურადღების მისაქცევად, რადგან ნებისმიერი მზესუმზირის ზეთი, მიუხედავად ხარისხისა, შეიცავს ე ვიტამინს და არცერთ ზეთში ისედაც არ არის ქოლესტერინი.
ასევე დაგაინტერესებთ:
როგორ უნდა შევამოწმოთ ზეითუნის ზეთის ხარისხი? როგორ უნდა გავარჩიოთ კარგი ზეთი ფალსიფიცირებულისგან? - ნახეთ ექსპერიმენტის შედეგები რას შეიცავს მზესუმზირისა და ზეითუნის ზეთი, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ