"ვინც "თათარს" იძახის, იმის დედა ..." - მძღოლი, რომლის დაჯარიმებასაც ბათუმში აქციები მოყვა, სასამართლოში მივიდა - Palitra News

"ვინც "თათარს" იძახის, იმის დედა ..." - მძღოლი, რომლის დაჯარიმებასაც ბათუმში აქციები მოყვა, სასამართლოში მივიდა

2017-03-14 16:09:21+04:00

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჯიმი ვარშანიძე გამოცხადდა. 11 მარტს არასწორი პარკირებისთვის სწორედ ვარშანიძე დააჯარიმეს, პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ კი თანმხლებ პირთან ერთად დააკავეს, რასაც შემდეგ აქციები მოჰყვა. ვარშანიძე სასამართლოში ადვოკატთან ერთად გამოცხადდა, რომელმაც აღნიშნა, რომ პროცესის დასრულების შემდეგ უპასუხებენ ჟურნალისტების კითხვებს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე პროცესი მიმდინარეობს. 7 მოქალაქეს მოსამართლემ სასამართლომ ფულადი ჯარიმა დააკისრა.

ასევე იხილეთ:

ბათუმის აქციაზე დაკავებულ 4 პირს სასამართლომ 250-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა

რას აცხადებენ ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულები, რომელთა სასამართლო პროცესიც მიმდინარეობს