ბათუმში გამართული აქციის დროს დაკავებულ 4 პირს - მამუკა ბერიძეს, ცოტნე აბულაძეს, ალექსანდრე ბაზაღჩიანსა და ზაზა ქოქოლაძეს სასამართლომ 250-250-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. საქმე მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ განიხილა. ბათუმში განვითარებული მოვლენებისას დაკავებული კიდევ ერთი პირის, ნარიმან ლომინაძის სასამართლო პროცესი კი გადაიდო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძის გადაწყვეტილებით, ლომინაძეს დამატებითი დრო მიეცა, რათა სასამართლოს იმის მტკიცებულებები წარუდგინოს, რომ ის აქციაზე არ იმყოფებოდა. მოსამართლემ პროცესი 15 მარტს, 15:00 საათისთვის დანიშნა, სადაც დაკავებულმა აღნიშნული მტკიცებულებები უნდა წარადგინოს.