მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა დასრულებულია - შემდეგი პროცესი უკვე სასამართლოში შედგება. 8 საათიანი დაკითხვის შემდეგ ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა ე.წ. მატროსოვის ციხე ღამით დატოვეს. ადვოკატების მტკიცებით, დეკანოზმა ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხები გასცა, მათ შორის ისაუბრა იმაზეც, თუ რაში დასჭირდა 30 ათასი ლარის სესხი ბანკიდან. რაც შეეხება პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსს, ადვოკატების ინფორმაციით, სოსო ოხანაშვილი