მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმი "ბეჭდების მბრძანებელი" ძირითადად ახალ ზელანდიაშია გადაღებული. მისი თვალისმომჭრელად ლამაზი ბუნების გამო, სპეციალურად ფილმისთვის, ააშენეს ჰობიტონი. თუმცა, გადაღებების დასრულების შემდეგ იდეა გაჩნდა, რომ ჰობიტების სოფელი დაეტოვებინათ, როგორც ტურისტული სანახაობა. და ეს ნამდვილად დიდებული იდეა აღმოჩნდა.ფილმმა პოზიტიურად იმოქმედა ტურიზმის განვითარებაზე ახალ ზელანდიაში, ჰობიტონი კი საგას ფანებისთვის, საყვარელ ტურისტულ სანახაობად იქცა. სტუმრები თავს ისე გრძნობენ, თითქოს ნამდვილი ჰობიტების სოფელში დადიან. აქვე საძოვრებია ცხვრებისთვის. ზოგადად, ეს ზღაპრული ადგილი განსაკუთრებულ ელფერს მატებს ახალ ზელანდიას, ტურისტებს კი უფრო მეტ მოტივაციას აძლევს ამ საოცარ ქვეყანაში სამოგზაუროდ.