ყაჩაღობა თბილისში - 80 წლის ქალს თავს რამდენიმე პირი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. დაზარალებულს სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა აქვს. თავდამსხმელებმა სახლიდან სამი ათასი დოლარი წაიღეს. როგორც დაზარალებულის მეზობლები აცხადებენ, ლუბა ჯანგირაშვილი მარტო ცხოვრობს, ოჯახის წევრები კი საზღვაგარეთ იმყოფებიან.