თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მიერ საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს განიხილავს. როგორც ბესელიას ადვოკატმა გიგა კვერენჩხილაძემ განაცხადა, წინა პროცესზე მხარეებმა ე.წ. ახსნა-განმარტებების ნაწილი გაიარეს და შესაძლოა გადაწყვეტილება დღეს იქნას გამოტანილი.