ციანიდის საქმეზე გიორგი მამალაძისთვის წაყენებული ბრალის მიხედვით, სასჯელი 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საგამოძიებო ორგანოში განმარტავენ, რომ ბრალდება დეკანოზს შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე წარედგინა. საქმეზე 30-ზე მეტი მოწმის დაკითხვა განხორციელდა, ასევე 90-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. პროკურატურაში აცხადებენ რომ ბრალდებული მიზნად ისახავს მსხვერპლად წარმოჩინდეს და მოსალოდნელ მძიმე სასჯელს თავი არიდოს. ჯარჯი წიკლაურის თქმით, მამა გიორგიმ აქამდე დასმულ ვერცერთ მნიშვნელოვან კითხვას დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა. კრიტიკულ კითხვებზე პასუხზე კი უარი თქვა.