კაიროს მახლობლად ანტიკურ ქალაქ ჰელიოპოლისის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად ფარაონის ქანდაკების ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ეგვიპტელი არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ გიგანტური მონუმენტი რამზეს მეორეს ეკუთვნის და ის თითქმის 3000 წელს ითვლის. მისი აღდგენისთვის ეგვიპტელ რესტავრატორებს დახმარებას გერმანელი კოლეგები გაუწევენ. ამ დროისთვის ნაპოვნია თავი, მარჯვენა ყურის თვალის და ბიუსტის ნაწილები.