შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის კარალეთის ბაზის თანამშრომელი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გაიტაცეს. შემთხვევა სოფელ გუგუთიანთკართან მოხდა. სპეცრაზმელი ამ ტერიტორიაზე დილით ადრე, 8 საათისთვის გავიდა, სადაც ნორმატივების ჩასაბარებლად ვარჯიშობდა.