კიოტო იაპონიის დედაქალაქი 1000 წელზე მეტი იყო და ამ ხნის განმავლობაში იაპონური ხელოვნების, კულტურისა და რელიგიის ნამდვილ საცავად იქცა. აქ პავილიონები გაღუნული სახურავებით რუების ზედაპირზე ირეკლება. წიწოვანი ხეები თითქოსდა პირდაპირ კლდეებიდან იზრდება. კიოტო ურბანისტული, ცოცხალი და ახალგაზრდული ქალაქია. თუ გსურთ ძველი იაპონიის ნახვა და ერთი ქალაქის დათვალიერების საშუალება გაქვთ გაემართეთ კიოტოში. აქ 2000-მდე ტაძარი და სიწმინდეა, რომელთა დასათავლიერებლად ყოველწლიურად 30 მილიონ ტურისტი ჩამოდის.