საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვაში მმართველი გუნდის წევრებმა მონაწილეობა არ მიიღეს. მთავარ არგუმენტად უმრავლესობის დეპუტატებმა პარლამენტში მიმდინარე სხდომები დაასახელეს. „პრეზიდენტი კვლავ აგრძელებს სპექტაკლების დადგმას“ - ასეთია საკითხზე ქართული ოცნების დეპუტატების შეფასება. მმართველი გუნდის ასეთი განწყობა კრიტიკის საგანი გახდა ოპოზიციაში. ცნობისთვის, პრეზიდენტი პარლამენტის უპატივცემულობაში ირაკლი კობახიძემაც დაადანასაულა. პარტლამენტის თავმჯდომარემ 3-პუნქტიანი წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია რომ „კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვა“ პარლამენტის ექსკლუზიური უფლებაა. „პრეზიდენტი აღნიშნული ინიციატივით კიდევ ერთხელ უპირისპირდება პარლამენტს და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და ავლენს შემაშფოთებელ უპატივცემულობას ქვეყნის მთავარი დემოკრატიული კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ“- მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარე