14-15 მარტს საქართველოს უმეტეს რეგიონში წვიმაა მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში აცხადებენ, აღნიშნულ პერიოდში ქვეყნის ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია იყოს ხანმოკლე წვიმა, რის შედეგადაც ტემპერატურის მკვეთრი კლება მოსალოდნელი არ არის. 13 მარტის ჩათვლით დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და სანაპირო რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 18-23 გრადუსამდე იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში - 12-17 გრადუსამდე. თბილისში პერიოდულად მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ღამით ჰაერის მაქსიმალური ტმპერატურა 5-7 გრადუსი იქნება, დღისით - 15-17 გრადუსი.