საყოველთაო ჯანდაცვა მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის დიფერენცირებული იქნება. ჯანდაცვის სამინიტრო დეტალების გასაჯაროებას ამ კვირაში გეგმავს."სიების ანალიზმა გვაჩვენა, რომ შემოსავლების მიხედვით პირველი კატეგორიაა, რომელსაც 40 000 ლარზე მეტი ჰქონდა წელიწადში შემოსავალი. ისინი ოფიციალურად იხდიან მოგების გადასახადს. ასეთია 32 000 ადამიანი. მათგან 20 000 სარგებლობდა კერძო დაზღვევით. ხოლო 10 000-ს ჰქონდა მცდელობა ესარგებლა საყველთაოთი. თუმცა, მათ აქვთ ამის მატერიალური შესაძლებლობა და საყოველთაო ჯადაცვის პოლისშიც ასე წერია. შესაბამიად, პირველი დიფერენცირება იქნება მაღალშემოსავლიან მოქალაქეებზე",- განუცხადა ჟურნალისტებს დავით სერგეენკომ.