საფრანგეთში მიიღეს კანონი, რომელიც ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლის : დანების, ჩანგლებისა და თეფშების გამოყენებას კრძალავს. აკრძალვა შეეხება აგრეთვე, ყავისა და წყლის ჩამოსასხმელ აპარატებში გამოყენებად ერთჯერად ჭიქებსაც. ეს ახალი კანონი, საფრანგეთში ძალაში, 2020 წელს შევა. კანონი მთლინად კრძალავს პლასტმასის ჭურჭლეულის წარმოებასა და მოხმარებას. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ ამ კუთხით, უკვე ქმედითი ნაბიჯები გადადგა. როგორც სააგენტო The Associated Press-ი იტყობნება, გაყიდვიდან ამოღებულია პლასტმასის ერთჯერადი მოხმარების ჭურჭლეულობა.ამგვარი ჭურჭლის მაღაზიებსი დარჩენილი მარაგი, 4 წელიწადში უნდა ამოიყიდოს. ახალი კანონის შექმნა, განპირობებულია გარემო პირობების დაბინძურებისა და დათბოვანების გლობალური პრობლემებით.