გუდაურში სამოყვარულო ტურნირი "Espo Challenge"-ი გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა 40-მდე სპორტსმენმა და მოყვარულმა მოთხილამურეებმა მიიღო. ისინი კატეგორიებში სწრაფ დაშვებაში საუკეთესო დროისთვის ასპარეზობდნენ. პირველი ადგილის მფლობელს - ტურნირის გამარჯვებულს "ესპოს გარდამავალი თასი გადაეცა. 1, მე-2 და მე-3 ადგილზე გასული მონაწილეები სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ. ტურნირი უკვე მეექვსე წელია იმართება და ის მოყვარული სპოტსმენის ლევან ცხვარაძის სახელს ატარებს.