4, 5, 7, 12 15 და 18 მარტს, საიუბილეო, 165-ე სეზონზე საქართველოს სახელმწიფო ოპერა, ექსკლუზიურად წარმოადგენს ჯუზეპე ვერდის "აიდას" განსაკუთრებულ ვერსიას. მაყურებელი პირველად იხილავს თეატრისა და კინოს კლასიკოსის ფრანკო ძეფირელის დადგმას თბილისში. ქართველმა მაყურებელმა აიდა თბილისში პირველად, ზუსტად 140 წლის წინ იხილა. სპექტაკლებში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი მომღერლები, ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები.