სენაკში შუახნის მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა მეგობარი ქალის 18 წლის შვილმა მიაყენა.როგორც ცნობილია, მომხდარს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.მომხდართან დაკავშირებით, სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია. "მოამბის" ჟურნალისტის ინფორმაციით, ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.