საქართველოს სამხედრო ძალები საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს არა პრეზიდენტის, არამედ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით იმოქმედებენ. კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერის გაკეთების ინიციატივა ”ქართულ ოცნებს” ეკუთვნის, რაც ასახულია კიდეც მათ მიერ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილი პროექტის სამუშაო ვარიანტში.ამავე პროექტით, სამხედრო ძალების სტრუქტურას პრეზიდენტის ნაცვლად, მთავრობა დაამტკიცებს და ასევე, მთავრობა წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად სამხედრო ძალების რაოდენობას. მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული პროექტით, ეროვნული უშიშროების საბჭო თავდაცვის საბჭოთი იცვლება, რომელიც არ იქნება პრეზიდენტთან არსებული მუდმივი ორგანო და მხოლოდ საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში შეიქმნება.