დიდი მადლობა ყველას მოლოცვისათვის, ვისაც გაუხარდა სასამართლოს გადაწყვეტილება, - ასეთ პოსტს აქვეყნებს ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ."დიდი მადლობა ყველას მოლოცვისათვის, ვისაც გაუხარდა სასამართლოს გადაწყვეტილება. შევეცდები სხვებიც გავახარო, ვისაც ეჭვი აქვს, რომ რამეს ცუდად გავაკეთებთ. მშვიდობას და ბედნიერებას გისურვებთ!", - ნათქვამია ქიბარ ხალვაშის განცხადებაში.