"შეკითხვებს დაკავებული დეკანოზის დაკითხვა კვლავ არ შედგა. მან გამოძიების კითხვებისთვის პასუხის გაცემა არ ისურვა. "მამა გიორგი მამალაძემ დაგვწყევლა" - განაცხადა მატროსოვის ციხიდან გამოსულმა ჯარჯი წიკლაურმა.
მთავარი პროკურატურის წარმომადგენელი ამბობს რომ ისინი მზად იყვნენ ბრალდებულის დაკითხვისთვის, თუმცა დეკანოზმა კითხვებზე პასუხის ნაცვლად, "წყევლა ჯერ ადვოკატების მეშვეობით შეუთვალა", შემდეგ კი შეხვედრისას პირადადაც დაწყევლა. პროკურორს მიაჩნია, რომ ბრალდებული თავს არიდებს კრიტიკულ შეკითხვებს.