ზუგდიდის რაიონის სოფელ ოდიშში წუხელ გვიან ღამით ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, ყაჩაღური დაჯგუფების წევრებმა სადგურის თანამშრომელს ფული მოსთხოვეს, რომელმაც თანხა მისცა, თუმცა ის ცივი იარაღით მაინც დაჭრეს. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.