როგორ იბრძოდა შავკანიანთა უფლებებისთვის მარტინ ლუთერ კინგი, რომლის სახელს აშშ-ში 700ზე მეტი ქუჩა ატარებს - Palitra News

როგორ იბრძოდა შავკანიანთა უფლებებისთვის მარტინ ლუთერ კინგი, რომლის სახელს აშშ-ში 700ზე მეტი ქუჩა ატარებს

2017-02-27 09:51:13+04:00

მარტინ ლუთერ კინგ-უმცროსი 1929 წლის 15 იანვარს ჯორჯიის ქალაქ ატლანტაში მარტინ ლუთერ კინგ უფროსისა და ალბერტა უილიამ კინგის ოჯახში დაიბადა. მას ჰყავდა ერთი და, უილი კრისტინი, და ერთი ძმა, ალბერტ დენიელი.

კინგი უმცროსი ბავშვობიდანვე დაკავშირებული იყო ეკლესიურ ცხოვრებასთან - იგი საეკლესიო გუნდში გალობდა. თხუთმეტი წლის ასაკში მორჰაუზის კოლეჯში შევიდა და 1948 წელს კი სოციოლოგიაში ბაკალავრის ხარისხი მიიღო. ამის შემდეგ სწავლა პენსილვანიის ქალაქ ჩესტერში კროზერის თეოლოგიის სემინარიაში გააგრძელა, სადაც 1951 წელს ღვთისმეტყველებაში ბაკალავრის დიპლომი მიიღო. იმავე წლის სექტემბერში კინგმა ბოსტონის უნივერსიტეტში სისტემატიურ თეოლოგიაზე განაგრძო სწავლა და 1955 წელს აღნიშნულ დარგში დოქტორის ხარისხიც მიიღო.