დღევანდელი დღე არის შეხსენება მთელი საზოგადოებისთვის, რომ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას დღესაც სჭირდება დაცვა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა მემორიალთან განაცხადა. როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, დღევანდელი დღე არ არის მარტო ისტორიის კუთვნილება, ტრაგიკული დღე, რომელიც მოხდა და დამთავრდა. უგულავასთან ერთად იუნკერების ხსოვნას ევროპული საქაართველოს სხვა ლიდერებმაც მიაგეს პატივი.