ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაკარგული 53 წლის მამაკაცი მონადირეებმა ჭაობის ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით მამაკაცი დაიხრჩო, თუმცა გარდაცვალების საბოლოო მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. ოჯახის ინფორმაციით ჯემალ მორჩილაძე მარტო იყო წასული. ცხედარს ექსპერტიზა წუხელ ბათუმში ჩაუტარდა დღეს კი მის ცხედარს სახლში გადაასვენებენ.