სემეკი გაზის კომპანიების სატარიფო განაცხადების გადახედვას იწყებს, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გოჩა შონიამ განაცხადა. მისივე თქმით, უკვე 11 წელია ბუნებრივი გაზის ტარიფების გადახედვა არ მომხდარა, ამ პერიოდში კი კომპანიებმა ბევრი ცვლილება განიცადეს, რის გამოც საკითხი დღის წესრიგში დადგა.მისივე თქმით, პროცედურები ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით იგივე იქნება, როგორიც ეს ენერგეტიკის სექტორში იყო. რაც შეეხება ტარიფების შესაძლო გაზრდას მოსახლეობისთვის, გოჩა შონიას თქმით, წინასწარ ამ საკითხზე ვარაუდის გამოთქმა შეუძლებელია.