დახურულ შენობებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონებზე შესაძლოა თამბაქოს მოწევა აიკრძალოს, - აღნიშნულს ითვალისწინებს "თამბაქოს კონტროლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც საქართველოს პარლამენტშია წარდგენილი. კანონპროექტის ავტორია თამბაქოს კონტროლის ალიანსში შემავალი ორგანიზაციები, ხოლო ინიციატორი - პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე.