რძე - პროდუქტი რომელსაც 100-ზე მეტი სასარგებლო თვისება გააჩნია. ის უხსოვარი დროიდან ამარაგებს ადამიანის ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით. ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მრავალი საუკუნით ადრე ეგვიპტელები, რომაელები და ბერძნები მას არამარტო საკვებად, არამედ სამკურნალოდ, ხოლო მშვენიერი ქალბატონები ახალგაზრდობის შესანარჩუნებლადაც კი იყენებდნენ. კლეოპატრას სილამაზის საიდუმლოდაც, რძის აბაზანების მიღება ითვლებოდა.
რა უნდა ვიცოდეთ რძისა და მისი ნაწარმის შესახებ? არის თუ არა სხვაობა სოფლის რძესა და მაღაზიაში ნაყიდ ქარხნულ რძეს შორის? რა სხვაობაა პასტერიზებულ და სტერილიზებულ რძეს შორის? რომელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის საუკეთესო? - შეიტყვეთ, ყველაფერი რძის შესახებ "არცოდნა აკრძალულიადან".