კოალა - ყველაზე უცნაური ავსტრალიელი. მართალია დღეს კოალა ავსტერალიის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ ითვლება, თუმცა თავის დროზე კონტინენტის ევროპელმა ახალმოსახლეებმა უსუსური და დაუცველი ცხოველი ჯერ საკუთარი ტერიტორიიდან გააძვეს, შემდეგ კი მისი იშვიათი და რბილი ქურქის დევნაში თითქმის სრულად გაანადგურეს. არადა, კოალა დედამიწის ერთერთი უძველესი მობიანდრეა, რომელიც 30 მილიონი წლის წინ გაჩნდა და აბორიგენების რწმენით ერთ დროს ადამიანიც იყო.