ბოლო პერიოდში საწვავი სამ ეტაპად, ჯამში, 50 თეთრით გაძვირდა და ეს მაშინ, როცა მოქმედი ხელისუფლების მთავარი დაპირება სწორედ საწვავზე ფასის შემცირება იყო, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობაშუ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს .როგორც ზურაბ მელიქიშვილმა აღნიშნა, საწვავზე ფასის ზრდა პირდაპირ იწვევს როგორც სხვადასხვა სახის მომსახურების, ასევე პროდუქტებზე ფასის გაზრდას, რაც მძიმედ აწვება მოსახლეობას.