პირველი ველობილიკი თბილისში აპრილში მოეწყობა. 8-კილომეტრი სიგრძის მქონე ველობილიკი მტკვრის ორივე სანაპიროზე მოეწყობა. ფონდ პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის ინფორმაციით, ველობილიკი დედა ენის ძეგლთან დაიწყება და მტკვრის ორივე სანაპიროზე გაგრძელდება. ტერიტორია დაიხაზება, დაიდგმება ნიშნები, მოეწყობა 2 შუქნიშანი და საჭირო ინფრასტრუქტურა. სამომავლოდ დედაქალაქში კიდევ რამდენიმე ველობილიკის მოწყობაა გათვალისწინებული, მათ შორის ძველ თბილისშიც.