იაპონია ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა. მიუხედავად იაპონელების სტუმართმოყვარეობისა და გამართული ტურისტული ინფრასტრუქტურისა, იქ ჩასულებს ნავიგაცია, გზის გაკვლევა ან სხვადასხვა ადგილებში მოქცევის ადგილობრივი წესების გაგება უჭირთ, რადგან იაპონურ ენაზე წაკითხვა ყველას არ შეუძლია.სწორედ ამიტომ, ივატეს პრეფექტურაში ახალი ტურისტული კამპანიის ფარგლებში, რომელსაც "10 რამ, რაც მოგზაურებს გააბედნიერებს" ეწოდება, გამარტივებული აბრა-ნიშნები შეიქმნა. ახალ ნიშნებში აშკარად ურევია იაპონური იუმორი.