სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი 11 ბიზნესოპერატორს შეუჩერა, მათ შორის სამ სასაკლაოს, ხორცის საბითუმო სარეალიზაციო 4 ობიექტს, საზოგადოებრივი კვების 3 ობიეტსა და 1 აგრარულ ბაზარს. სხვადასხვა დარღვევის, მათ შორის, ხორცის ეტიკეტირების წესის დარღვევისა და გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის რეალიზაციის გამო დაჯარიმდა 34 ბიზნესოპერატორი.
საერთო ჯამში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე თვეს დედაქალაქში 110 ინსპექტირება და 140 ბიზნესოპერატორის დოკუმენტური შემოწმება განახორციელა, მათ შორის, 83 ხორცის სარეალიზაციო ობიექტში.