მიმდინარე წლის იანვარში თბილისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი რეკორდულად გაიზარდა. კომპანია "ტავ ჯორჯიას" მონაცემებით, აეროპორტი გასულ თვეს 163 287 მგზავრს მოემსახურა, რაც 31%-ით მეტია წინა წლის იანვართან შედარებით. 2016 წელს საქართველოს აეროპორტები 26%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა, ვიდრე 2015 წელს, მათ შორის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მგზავრთნაკადი 22%-ით 2 მილიონ 252 ათას 535 მგზავრმდე გაიზარდა.