გარდა პირადი ინტერესებისა, ჩემი ეჭვია, რომ ეს ყველაფერი ასევე იყო მიმართული ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ, მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში, დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.მეუფე პეტრეს არ დაუკონკრეტებია, ვინ ებრძვის მეუფე დიმიტრის, თუმცა აღნიშნა, რომ ბრძოლა არის საქართველოს წინააღმდეგ და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ.
იხილეთ:ჩემი პროგნოზი 100%-ით გამართლდა, დიდ სკანდალში და შარში გაეხვა ეკლესია და ხელისუფლება - მეუფე პეტრე