ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "ბიბლუსი გალერეაში" წუხელ "აუდიტორია 115"-ის წევრები შეიჭრნენ და სამუშაო პროცესი შეაჩერეს. ისინი "ბიბლუსი გალერეაში" განხორციელებულ როტაციის პროცესს და ორი თანამშრომლის გათავისუფლებას აპროტესტებდნენ. „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებმა ბიბლუსის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შენობაში შეჭრილ ახალგაზრდებს „ბიბლუსის“ დირექტორმა ირაკლი გაგნიძემ უპასუხა. გაგნიძემ მიმდინარე პროცესებს მიზანმიმართული კამპანია უწოდა.