ნუცუბიძის ქუჩაზე დედა-შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. პირველადი დათვალიერებით, ცხედრებზე დაზიანების კვალი არ აღინიშნება. დედა-შვილის გარდაცვალება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, თუმცა ზუსტი მიზეზი შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.