დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა - ვინც გიორგის იცნობს, ამ ამბავს არავინ დაიჯერებს ვფიქრობ, ეს არის გაურკვევლობა, შოკში ვარ, მოულოდნელი იყო, ოჯახის წევრებს საუბარიც კი გვიჭირს ამაზე, - ამის შესახებ დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმამ, მალხაზ მამალაძემ განაცხადა. მალხაზ მამალაძის თქმით, ოჯახი ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს."ვინც გიორგის იცნობს, ამ ამბავს არავინ დაიჯერებს. ამ ეტაპზე იმდენად დაბნეულები ვართ, არანაირი განცხადების გაკეთების თავი არ გვაქვს, ვერც კი ვსაუბრობთ", - აღნიშნა მალხაზ მამალაძემ.