საპატრიარქს პირველი კომენტარი დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით. საპატრიარქოს განმარტებით, "ეს მათთვის სრულიად მოულოდნელია". "ინფორმაციის არქონის გამო, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ და დაველოდებით გამოძიების შედეგებს", - ნათქვამია განცხადებაში. მასში ასევე საუბარია უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. საპატრიარქოს ინფორმაციით ილია მეორე სამშობლოში შესაძლოა კვირას დაბრუნდეს.
მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს - პროკურატურის საგანგებო ბრიფინგი